| | Telavi | Akhmeta | Kvareli | Lagodekhi | Sagaredjo | Signagi | Gurjaani | Dedoflistskaro | | ||
| |
|
| საგარეჯოს მთავარ გვერდზე დაბრუნება |
| Eng | Geo |
|
"წმინდა დავითის უდაბნო, გამოკვეთილი კლდისაო შიგა სუფევენ ბერები, მადიდებელი ღვთისაო, წირვა და ლოცვა იმათი, გალობა ბერონტისაო." ხალხური სიმღერა |
უდაბნო დაარსებულია 562 წელს ღირსი და ღმერთ-შემოსოსილი მამის, ქართველთ მნათობის დავით გარეჯელის მიერ, რომელიც იყო იმ ათ-ცამეტთა მათგანი, რომელთაც გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთის მშობელი და უბრძანა, რათა წამოსულიყვნენ სიირიდან გასავცელებლად ქრისტიანობისა საქართველოში.ეს წმინდანი მამები ჩამოვიდნენ საქართველოში მეექვსე საუკუნეში; თითოეულმა მათგანმა დაისადგურეს სხვა და სხვა ალაგებზედ: ქართლში და კახეთში, სადაც ხალხში ამტკიცებდნენ წმინდა ნინოსგან ქადაგებულს ქრისტეს სარწმუნოებას. წმინდა და საკვირველთ-მოქმედი დავით გარეჯელმა დაისადგურა ამა ალაგზედ, სადაც იღვწოდა და აღვიძებდა მოწაფეთა მისთა სარწმუნოების გავცელებისათვის, რომლისაგამო აღშენდა თორმეტი მონასტერი, რომლისთვის იწოდებოდა ადგილი ესე "მრავალი მთის უდაბნოდ". შესავალი კარის თავზედ მიიქცევენ მნახველის ყურადრებას გამოხატულებანი და ამგვარი წარწერილობა ხუცურის ასო-მთავრულით: "განმიხვენით:. მე:. ბჭენი:. სიმართლისა:. შევიდე:. მასშინა:. და:. აუარო:. უფალსა:. ესე:. არს:. ბჭე:. უფლისა:. და:. მართალნი:. შევლენ:. მას:. შინა:. ქორონიკონს:. ტპგ:. (383)
ამ ქვაზე არის ამოჭრილი სამი ირემი ნუკრიანი, მაგალითი იმისი, რომ უფალმან იცის პირუტყვთაცა - ნადირთაგან გამოზრდა მოშიშთა მისთა, როგორც იზრდებოდა წმინდა დავით და მოწაფე მისი ლუკიანე; როდესაც აქაურმა ცხელმა ჰაერმა გაახმო ის ბალახიც, რომელთაც ეს მამები ხმარობდენ საჭმელად, მათ მოითმინეს შიმშილი და წყურვილი; მაშინ ღმერთმა მოუვლინა ირმები, ყოველ საღამოს მოვიდოდნენ, როგორც შიანური საქონელი, მივიდოდა ლუკიანე და მოსწველდა მათ. რძეს მიართმევდა წმიდა დავითს, დასახავდა იგი ჯვარს და შედგებოდა ყველად.
აქვე არის ამოჭრილი ერთი არწივი და მის კლანჭებს ქვეშ სდევს თევზი ორაგული, ნიშნად იმისა, რომ, როდესაც ამ უდაბნოს მოღვაწე მამებს ერთს ბზობა დღეს არ ჰქონდათ არც თევზი და არც მხალი, მათ მოახსენეს წინამძღვარს, თუ რითი ინუგეშონ ხორცის უძლურებისათვის; მაშინ უბრძანა მამამ ორს ძმას, რომ გავიდნენ ველზე და მოძებნონ მწვანვილი მინდვრისა. - ერთი წავიდა ჩიჩხიტურის და მეორე დოდოს უდაბნოსკენ; მწვანვილის ძებნაში ერთი მათგანის წინ დაეშვა არწივი და დააგდო თევზი ცოცხალი ორაგული. მაშინ ბერმა სიხარულით ხმა უყო ძმასა თვისსა: "თევზი, თევზი!" მოვიდა იგი და ორთავემ მოართვეს წინამძვარს, რომელმაც უბრძანა: "იოანნე მახარებლმა გამოგვიგზავნაო". ამ დროიდან უნდა იყოს ხალხში ხმარებული ის, რომ უქონელობის დროს იტყვიან ხოლმე: "იოანე მახარებელი გამოგვიგზავნის"
ამავე ქვაზე არის ამოჭრილი სახე ორის ყორანისა, რომელთაც მიმფრინავთ ნიკსარტით მიაქვთ ვაშლები. ეს არის სახსოვარი მისი, რომ ამ ლავრაში იდგა ვაშლის ხე მოსხმული, რომლის ნაყოფსაც მიირთმევა ყველა ძმა ტრაპეზზე პურის ჭამისას.ამ ვაშლისაგან ცუმდად იკრიფებოდა ვაშლები; მაგრამ ვერ გაიგეს-რა. ბოლოს წიანმძღვარმა ინება დარაჯის დაყენება, რომელმაც ნახა, რომ ორი ყორანი მოვიდნენ, მოწყვიტეს ნეკრები ვაშლითურთ და შეიტანეს ერთ კლდეში; ცნობის მოყვარე კაცმა ისურვა ნახვა იმ ადგილისა, საცა ყორნებმა შეიტანეს ვაშლები; აღმოჩნდა, რომ იმ კლდეში ყოფილა მოღვაწე დაყუდებული, რომელიც იზრდებოდა ყორანთაგან; სულიერი სიტკბოებით ეამბორნენ ერთმანეთს და დაიწყეს ბაასი ზეციურ ცხოვრებაზედ. შემდგომ ამ ალაგზედაც გამრვლდენ მოღვაწეები, გამოკვეთეს ეკლესია და სენაკები, წითელ უდაბნოდ წოდებული, რომელიც მდებარეობს სამხრეთისკენ შორის ბერთ-უბნის და დავითის უდაბნოსა ორს ვერსტზედ. დღესაც არის ძველი ჩამოქცეული ეკელესია და სენაკები. ზემოთ ნახსენები კარის ქვაზედ კიდევ არის ამოჭრილი ორი ლომი ჯაჭვით დაბმულნი, ეს მოგვაგონებს იმას, რომ ღვთისადმი მინდობილთა დათრგუნონ ლიმი და ვეშაპი, როგორც დაიმორჩილა წმიდა დავითმა დიდი და საზარელი იგი ვეშაპი, რომელიც იყო ამ უდაბნოს დიდს ქვემო ხევში და რომელმაც შეუჭამა ირემს ნუკრი; ამიტომ წმიდა დავითმა გამოიყვანა ამ ხევიდამ ეს საშინელი გველი, რომლის მნახველი ლუკიანე შიშით თავს-ზარდაცემული დაეცა მიწაზედ; მაშინ დავითმა უბრძანა: მამაო ლუკიანე! რათ შეშინდი ერთის ჭიისაგან, რომელიც განგებულებითა ღვთისათა დაიწვა ცეცხლითა. |
ბმულები: http://www.geocities.com/davidgareja.htm |