| Telavi | Akhmeta | Kvareli | Lagodekhi | Sagaredjo | Signagi | Gurjaani | Dedoflistskaro |
   სარეკლამო პირობები და ინსტრუქციები 

ქართული ფოლკლორი


-->














Links
 http://forum.kakheti.net
 http://akhmeta.ge
 http://travelguide.ge
ანსამბლი "წინანდალი" Eng| Geo
ფოლკლორული ანსამბლი "წინანდალი" შეიქმნა 1986 წელს. ხელმძღვანელი ლევან აბაშიძე. სოლისტები: დავით გაგანაშვილი, გურამ ურჩუხიშვილი და თამაზ დათულიშვილი.

ანსამბლს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო ფესტივალზე.

1988 წელს ანსამბლი "წინანდალი" გაემგზავრა კუნძულ კუბაზე. ამ ეგზოტიკურ ქვეყანაში კონცერტები დიდი აღმავლობით ჩაატარა.

1990 წელს ანსამბლი მიწვეულ იქნა გერმანიაში, თელავის დაძმობილებულ ქალაქ ბებერახში და რამოდენიმე კონცერტი გამართა "შტატჰალეს" ცნობილ თეატრში.

1998 წელს კვლავ გერმანიაში კონცერტი გამართა ბიბერახის მუსიკალურ სასწავლებელში. ანსამბლის წარმატება ადგილობრივმა გაზეთებმაც აღნიშნეს.

ამავე პერიოდში ანსაბმლმა მონაწილეობა მიიღო მოსკოვის და სოჭის საერთაშორისო ფესტივალზე, ორივეგან ლაურიატის წოდება მიენიჭა, ანსაბმლის წევრები დაჯილდოვდნენ სპეციალური მედლებით.

2001 წელს "წინანდალი" კახეთის დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა საფრანგეთში. იონის დეპარტამენტში. ათი დღის განმავლობაში ბურგუნდიის სხვადასხვა ქალაქში მართავდა კონცერტებს დიდი წარმატებით.

2003 წელს ანსამბლი მიწვეული იქნა დიდ ბრიტანეთში უელის ცნობილ საერთაშორისო ფესტივალზე. ფესტივალზე მონაწილე 50 ქვეყანას შორის " წინანდალი" საქართველოს წარადგენდა, ანსამბლი ბრწყინვალედ გამოვიდა, პირველი ადგილი და ფესტვალის გრამპრი დაიმსახურა.

გამოსულია ანსამბლის "დისკი გიგანტი" და კომპაქტური დისკი.

ანსამბლზე გადაღებულია მრავალი სატელევიზიო ფილმი.

ანსამბლ "წინანდლის "სიმღერები შეტანილია საქართველოს ფოლკლორის "ოქროს წიგნში".

საკონტაქტო ინფორმაცია: ქ. თელავი, კულტირის სამსახური, ერეკლეს გამზირი #16, ტელ: 8 250 72308/74669

ანსამბლი "წინანდლის მიერ შესრულებული სიმღერები:


1. კახური გრძელი მრავალჟამიერი
2. კახური მაყრული
3. შაშვი კაკაბი
4. ოროველა
5. შემოძახილი (ტურფანი სხედა)
6. ზამთარია
7. დიამბეგი
8. შემოძახილი
9. ბერიკაცი
10. ჩაკრულო თელაური

დამატებითი ლინკები:

წინგნი ანსაბლ წინადლის შესახებ - "ერთი ქართული მითხარი"
ავტორი სვამს კითხვას: რა ძალა და რა ღვთაებრივი კოდია ჩადებული ქართულ ხალხურ სიმღერაში, რომელმაც ქართველ კაცთან ერთად ათასწლეულებს გაუძლო? ამ გლობალური კითხვის პასუხია: "ერთი ქართული მითხარო".

სასტუმროები

ოჯახური სასტუმროები

რესტორნები

კაფე-ბარები

ფირმები

ხელოვნება

ყიდვა/გაყიდვა

ფორუმი

დღესასწაულები

პიკნიკი